“მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო, დედამიწაც პროპორციულია თავის სიმრგვალით”

როპორციული არჩევნები არის გარანტია, რომ მშვიდობიანად გაეყაროს ქართველი ერი თავის მჩაგვრელს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხდა.

„მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო. ნახეთ, ელიფსური გალაქტიკები როგორ ემთხვევა ერთმანეთს, დედამიწა როგორი პროპორციულია თავისი სიმრგვალით, როგორი პროპორციულია ადამიანის ორგანიზმი. ყველაფერში პროპორციაა, გული პროპორციულია, ის კბილებიც, რომლითაც ჩვენ ბიუჯეტს ჭამენ, ის კბილებიც კი, პროპორციულად არის განლაგებული. პროპორციის გარეშე ყველაფერი იმსხვრევა. ჩვენ პროპორციას ვაჩუქებთ ჩვენ ქვეყანას, განვითარებას, გამარჯვებას და ვფიცავთ ამას დავით აღმაშენებლის ნატერფალზე, ყველას გეხვევით და გკოცნით, თქვენ შემოგევლეთ“,- განაცხადა შალავა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: ყველა ქალაქში ჩავატარებთ აქციას
შემდეგი სტატია“მამაომ გამაფრთხილა, ჩანთა არავის ხელში არ მოხვედრილიყო” -ბერის საქმის დეტალები