მთავრობის განცხადება – სიცრუეა, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროება

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება, – აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში ერთ ჰექტრამდე თხილის ბაღი დაიწვა
შემდეგი სტატიამაკა სულაძე, რიონის ხეობის მცველი – ამას შემიძლია დავარქვა ოფიციალურად ოკუპაციის გამოცხადება