მსჯავრდებულებისთვის ტელევიზორით სარგებლობის წესი მარტივდება

მსჯავრდებულებისთვის ტელევიზორით სარგებლობის წესი მარტივდება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის, დაბალი რისკისა დანახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს,უფლება ექნებათ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშეშეიძინონ. აქამდე, ამისთვის, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვა იყოსაჭირო.„პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ტელევიზორით სარგებლობის უფლების მოპოვებადირექტორის თანხმობით არის შესაძლებელი. მხოლოდ მას აქვს დისკრეცია მისცესმსჯავრდებულს ან არ მისცეს ტელევიზორით სარგებლობის ნებართვა. გთავაზობთ, რომნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებაში დაგათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში, ტელევიზორით სარგებლობისუფლება ფუნდამენტური უფლება იყოს, რომელიც დირექტორის გადაწყვეტილებასთან არიქნება დაკავშირებული“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახაკახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებათაპაკეტი წარადგინა. ამასთან, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპისთავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტელევიზორით და რადიომიმღებითსარგებლობაზე, ნებართვა კვლავ დირექტორის თანხმობით გაიცემა. ტელევიზორი ამანათით აღარ მიიღება. მისი შეძენა საკუთარი ხარჯით,ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულმაღაზიაში. დაწესებულების მაღაზიაში პროდუქციის ფასის საბაზრო ღირებულებასთანშესაბამისობა სამინისტროს მიერ გაკონტროლდება

banner
წინა სტატიაშივინ არის კიევში მოკლული რუსეთის ექს-დეპუტატი
შემდეგი სტატიასასამართლომ ბრალდებულები ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო