მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, შეაჩერონ პროცესი – დეგნანი “ოცნების” დეპუტატებთან შეხვედრაზე

“კომიტეტების თავმჯდომარეებთან ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეხება. კონკრეტულად, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამ სამსახურის მთელ შემადგენლობას დაითხოვდა. განსაკუთრებით გაუგებარია ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. კომიტეტების წევრებმა გვიპასუხეს შეკითხვებზე და ვფიქრობ, მათ გაითვალისწინეს ჩვენი შეშფოთება, რასაც ძალიან ვაფასებ.

ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს დისციპლინარული პროცესი სასამართლო სისტემაში. ჩვენ აქაც გამოვთქვით შეშფოთება, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის. ორივე ამ საკითხზე ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ შეაჩერონ ეს პროცესი და განაახლონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება უფრო ფართო განხილვა, ყველა მხარის ჩართულობით”, – თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, უნდა დავძლიოთ, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი უმრავლესობას – არ მეგონა, რომ ასე შეგაშინებდათ ალტერნატიული პროექტი