მოვაწყოთ საარჩევნო ამბოხი და დემოკრატიულად შევცვალოთ ხელისუფლება – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ამომრჩეველს არჩევნებზე წავლისკენ, ხმის გულის კარნახით მიცემისკენ მოუწოდებს.

“ყველამ ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაართვა ამ ქვეყნის მართვას თავი, ყველა მიმართულებით შეირცხვინა თავი, ყველა სფეროში ჩვენი მდგომარეობა არის გაუარესებული. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდა დავირაზმოთ და ხვალ მოვაწყოთ საარჩევნო ამბოხი და მეორეს, მშვიდად და დემოკრატიულად შევცვალოთ ხელისუფლება. წავიდეთ არჩევნებზე და გულის კარნახით, ჩვენი სინდისით მივცე ხმა” – თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარტიის ლიდერმა ამომრჩეველეს შეახსენა, რომ მათი პარტიული ნომერია 24 და დაპირდა მათ, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ისინი 24 საათის განმავლობაში იქნებიან ხალხის სამსახურში.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა