ჟურნალისტ ლელა ფაილოძის საქმე მურმან წოწორიასთვის, რომელიც მარტვილის გამგეობაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს განაგებს, შესაზლოა, სამსახუროდან დათხოვნით დასრულდეს, – ამის შესახებ ვარაუდს „თაიმერის“ წყარო გამოთქვამს, რომელიც გამგეობის თანამშრომელია.
„წოწორიას საქციელი ისეთი ამაზრზენი იყო, რომ თავისი მომხრეებიც კი განუდგნენ და უახლოესმა მეგობარმა, ჩემი ინფორმაციით, ცემა კიდეც. ის ადამიანები კი, ვისი იმედითაც წოწორიამ ლელა ფაილოძეს უჩივლა, მას არ დაიცავენ. ყოველ შემთხვევაში, მარტვილში ასე ამბობენ,“ – ამბობს ჩვენი წყარო.
შეგახსენებთ: მურმან წოწორიამ ადგილობრივი ჟურნალისტ ლელა ფაილოძეს, რომელმაც წოწორიას 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილი უხამსი ლექსი გამოუქვეყნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„თაიმერი“ მარტვილის გამგებელ ალექსანდრე გრიგალავას დაუკავშირდა, თუმცა გრიგალავას თქმით წოწორიას განთავისუფლების შესახებ არაფერი იცის, რადგან დასვენების დღეებია. მისივი განცხადებით ჟურნალისტის თავდასხმის ობიექტი თავად წოწორია გახდა…
“თაიმერის” კითხვაზე, შეიძლება თუ არა ქალის ცემა, მან უპასუხა: „გენაცვალე, შვილო ჩემო, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი. რა დროს “ნაცების” პარპაშია?!. გამოძიების დასრულების შემდეგ მოვახდენ რეაგირებას-განუცხადა “თაიმერს” ალექსანდრე გრიგალავამ.