მოსკოვმა ამბოხებულებს ქიმიურ შეტევაში დასდო ბრალი და ალეპო დაბომბა

სირიის ალეპოში ასზე მეტი ადამიანი დაშავდა ქიმიური შეტევისგან. ექიმების თქმით, დაშავებულებს სასუნთქი და ცრემლსადენი გზების პრობლემები აღენიშნებოდათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქლორი გამოიყენეს. სირიის მთავრობამ, რომელიც ალეპოს აკონტროლებს, და მოსკოვმა მომხდარში ამბოხებულები დაადანაშაულეს. მათ კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ არც ქიმიური იარაღი და არც მისი წარმოების საშუალებები არ გააჩნიათ და დამასკოს და მოსკოვის ბრალდებებს სიცრუე უწოდეს.
კვირას მოსკოვმა ალეპოში ის ტერიტორიები დაბომბა, რომელსაც შეიარაღებული სამხედრო ოპოზიცია აკონტროლებს. შეტევის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ “ბოევიკების ყველა სამიზნე განადგურებულია” – “ბიბისი” წერს.

ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. იყო თუ არა შაბათს გამოყენებული ქიმიური იარაღი და კონკრეტულად ვინ გამოიყენა ის, ჯერჯერობით, უცნობია.

banner
წინა სტატიაშიქერჩი: რუსულმა გემებმა შავ ზღვაში უკრაინული კატერებს ცეცხლი გაუხსნეს და გაიტაცეს
შემდეგი სტატია“ანაკლია და ლაზიკა, ეს არის გაშვებული შანსი” – სანდრა რულოვსი ანაკლიის მოსახლეობას შეხვდა