მოქალაქეების მესამე დოზით აცრა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება – კულუმბეგოვი

“ბუსტერის საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინის მესამე დოზის შესაძლო დამატებაზე საუბრისას ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სექტემბრიდან საქართველოში ბუსტერის დამატების საკითხი განიხილება და ის სავარაუდოდ, ოქტომრიდან დაიწყება:

“ბუსტერის საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება. დღეს ვიცით, რომ იმავე FDI-მ “ფაიზერის” მესამე ბუსტერი მხოლოდ იმუნოკომპრომენტირებული და ორგანოგადანერგილი ადამიანებისთვის დაუშვა. რაც შეეხება ჩვენთან ავადობის მონიტორინგს, ადამიანებში, რომელთაც აქვთ “სინოფარმი” ან “სინოვაკი” გაკეთებული, არ ვლინდება რაიმე დრამატული ზრდა ან ჰოსპიტალიზაციაში ან სიკვდილიანობაში, ამიტომ, ბუნებრივია ახლა ბუსტერის საჭიროება არ არის, საზოგადოებას უბრალოდ შიში აქვს შინაგანი. თუმცა, მეორე დოზიდან 5-6 თვის შემდგომ, და ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი, ალბათ ეგ საკითხი დადგება, მათ აუცილებლად მოუწევთ მესამე დოზა, ან იმავე, ან სხვა ვაქცინას შევთავაზებთ და ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდება”, – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიგორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ შეწყვეტილა
შემდეგი სტატიაგოგიტა ტყებუჩავას საზოგადოების დახმარება სჭირდება