მოქალაქეები პარლამენტისთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენას შესძლებენ

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, პეტიცია პარლამენტის ვებ-გვერდზე ელექტრონულად შეავსონ და ელექტრონული ფორმით წარადგინონ. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს, ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვება.

შესაბამისი მექანიზმი პარლამენტის რეგლამენტში იქნება გაწერილი, რომელიც დეპუტატების: გიორგი კახიანის, ეკა ბესელიასა და ირინა ფრუიძის მიერ უკვე ინიცირებულია.

მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, პეტიცია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილობითი ფორმით შეიტანონ, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ანალოგიურად, მხოლოდ ფურცელზე შევსებული ხელმოწერების (30 000 ხელმოწერა) საფუძველზე ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება.

კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.

banner
წინა სტატიაშიყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაქობულეთში ერთი თვის წინ გაუჩინარებული მოზარდის ახლობლები აქციას მართავენ