მლეთაში მაშველებმა 15 წლის გოგონა გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები 15 წლის მოზარდს დაეხმარნენ.

როგორც “თაიმერს” შს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ 15 წლის მოზარდს, რომელიც ლომისას სალოცავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, კატასტროფის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონა მლეთიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს და სტაციონარში მოათავსეს.

banner
წინა სტატიაშივან ბაიბურთი: სომხეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო