მივმართავთ მოსახლეობას, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, სამართალდამცველები პროცესს მკაცრად გააკონტროლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ წესები დაიცვას და შეზღუდვებს დაემორჩილოს.

მისივე თქმით, პროცესს სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ.

„გუშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება ფაქტორივად ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ. დღეს, ეს შედის ძალაში – 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე არის აკრძალული ყველა სახის გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო, რათა მაქსიმალურად შეგვეფერხებინა ვირუსის გავრცელება. მოსახლეობას მივმართავთ, დაიცვან ეს შეზღუდვა. სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას“ ,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე დაიღუპა