“მინისტრს, ისევე როგორც შს სამინისტროს ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა” – პრემიერი

“მინისტრს ისევე როგორც შს სამინისტროს ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა” – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომა დღეს დანიშნა. ბახტაძე მინისტრებს მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში შეხვდება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალა. ორივეჯერ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი პარლამენტზე მიეტანა, ორივე შემთხვევა უმძიმესი შედეგებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის, ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს, ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეს, კონკრეტულად კი შსს, ეს იყო მათი მოვალეობა რომ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი. ჩვენ და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს ისევე როგორც შს სამინისტროს ჩემგან, ისევე, როგორც საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს შტურმი პარლამენტზე, ორივე დასრულდა ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით”
შემდეგი სტატიაკობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე – ბახტაძე