მინაშვილი „თბილისი პრაიდზე” – პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პოზიცია. ეს მათი ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, ვითარების დაძაბვის შემდეგ პოლიციის მხრიდან არასაკმარისი ზომები იყო მიღებული.

მინაშვილი ფიქრობს, რომ გაცილებით ეფექტური ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.

„რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, მაგალითად, წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ქვების სროლა დაეწყოთ „ქართული ოცნების“ ოფისთან დაახლოებით 100 ადამიანს. ისინი ამ ადამიანებს ამის საშუალებას მისცემდნენ? არ მისცემდნენ. ვფიქრობ, გარკვეული ღონისძიება იყო გატარებული, მაგრამ არასაკმარისი პოლიციის მხრიდან. უფრო ეფექტიანი ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ პრაიდის წარმომადგენლები და იქ მისული სტუმრების ფუნდამენტური უფლებები. როცა ქვებს ისვრიან და პირდაპირი ძალადობაა, პოლიციას ჰქონდა საშუალება, მეტად ეფექტური ზომები გამოეყენებინა და დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. ამ ადამიანების უფლების დაცვა არის ყველა ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან
შემდეგი სტატიახოშტარია – გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ