მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა – რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრას ეხმაურება. ის წერს, რომ სურთ საქართველოს მხრიდან იხილონ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა.

რინკევიჩსი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამისი მკურნალობა უნდა გაწიოს.

“ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ დამსახურების მიხედვით შეძლოს გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. გვინდა ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა. მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა”, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

banner
წინა სტატიაშიძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილზე და გარდა ფინანსური სანქციებისა, ახლა უკვე ფიზიკურად ემუქრებიან მის უსაფრთხოებას – სეფაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა