“ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, X -ზე წერს და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ისინი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მათთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა:
“საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ “ქართული ოცნების” ოფისში გვიმასპინძლა,” – წერს როთი.
The Georgian Government refused talking to us.
We are not here to teach, we are here to listen to each other. Only the Chair of the Foreign Affairs committee Nikolos Samcharadze received us. He hosted us not in Parliament but in party headquarter of “Georgian Dream”.
🇬🇪🇪🇺🫶🙏🏾 pic.twitter.com/EmS2qTaCa2— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 14, 2024