მიხეილ სააკაშვილი: ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე

მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ განახორციელონ დანაშაულებრივი მოქმედებები, რომ ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბრნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისის” წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მზად ვარ გავიარო ყველანაირი პროცედურა, არ არსებობს არანაირო გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი მოქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი პოზიციების შეცვლას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი, როდესაც ფეხი დავადგი უკრაინის მიწაზე, მათ შეეძლოთ შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორ გავიგე, ცდილობენ ისე გამოვიდეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი, მაგრამ კანონი დაარღვიეს თავად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ აფასებენ კანონებს, კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ უკრაინაში დაიწყო იმ აქტივისტების და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრების დაკავებები, რომელბამც კვირას გადაკვეთეს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი. ეს ინფორმაცია ოფიციალრად არ დასტურდება. თუმცა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლებს ხვდება და აწვდის განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშისასტუმროში მყოფილი პოლიციელები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად სასაზღვრო სამსახურმა გამოიძახა
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსიდან“ ზუგდიდის მერობისთვის გოგიტა ბიგვავას კანდიდატურა განიხილება