მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს – პროცესი 11:00 საათზე დაიწყება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომობილები სპეცრაზმის თანხლებით სასამართლოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.

სასამართლოს ტერიტორიაზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე სიტყვით წარდგება და მის მიმართ წარდგენილ “ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ჩამოხსნის ნიღაბს”.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და პროცესის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან. ამასთან, ენმ სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლითაც აქციის მონაწილეები პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

banner
წინა სტატიაშილაშა ბუღაძე: ივანიშვილის ციხეში ცოცხალი ადამიანი ზის და არა საკრალურ-სამსხვერპლო კულტის ობიექტი
შემდეგი სტატიაეს პროცესი გამოყენებული იქნება, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი