მიხეილ სააკაშვილი: ახლა თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი

ახლა თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი, ახალი პოლიტიკური ძალა დავაფუძნე, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანს არ შეუძლია ორ ფრონტზე მუშაობა.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი. როდესაც ვიყავი საქართველოში, ჩვენ შევძელით საქმის გაკეთება. ახლა მე თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი, ახალი პოლიტიკური ძალა დავაფუძნე, ვადამდელი არჩევნები დავნიშნეთ, გავიმარჯვეთ და გავატარეთ რეფორმები. ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ, შევცვლით ხელისუფლებას და შევცვლით ხალხის დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი, რადგან ხალ ხალხი ხელსუფლებლებისგან მხოლოდ ნეგატიურს ელის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა მის ურთიერთობაზე პეტრო პოროშენკოსთან და აღნიშნა, რომ მაშინ როცა დონალდ ტრამპი წლების წინ თვლიდა, რომ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება შეიძლებოდა და იგივე აზრზე იყო ჰილარი კლინტონი, პოროშენკომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, პოროშენკოს სურდა ის გამოეყენებინა კორუფციისა და ინტრიგებისთვის და არა რეფორმებისთვის.

„მე ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება. პოროშენკოს არ უნდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება რადგან მას არ სურდა ხალხის დახმარება,“- აღნიშნა სააკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ არ შეხვდება არც პოროშენკოს და არც მისი ადმინისტრაციის წევრებს მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. სააკაშვილმა ასევე პარალელი გაავლო საქართველოში მის ოპოზიციაში ყოფნასთან და 2001 წელი გაიხსენა.

„მე ახლა თავს ვგრძნობ უკრაინაში, როგორც ვგრძნობდი საქართველოში 2001 წელს, როდესაც წავედი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4899 ლარია
შემდეგი სტატია2017 წლიდან სიგარეტი ძვირდება