მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, ჯანსაღი ცხოვრებით მეტი ადამიანი დაკავდეს და ამის უზრუნველყოფა კანონის დონეზე მოხდეს“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 15:54

მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, ჯანსაღი ცხოვრებით მეტი ადამიანი დაკავდეს და ამის უზრუნველყოფა კანონის დონეზე მოხდეს“

მნიშვნელოვანი

  • „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა დასრულდა. ორი დღის განმავლობაში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა და დარგობრივმა სამინისტრომ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განიხილეს და დოკუმენტში იმ მოსაზრებების და წინადადებების გაზიარებაზე იმუშავეს, რომელიც პროექტის საჯარო განხილვების დროს, საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრებისას გამოითქვა.

სხვა სტატიები

 

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა დასრულდა. ორი დღის განმავლობაში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა და დარგობრივმა სამინისტრომ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განიხილეს და დოკუმენტში იმ მოსაზრებების და წინადადებების გაზიარებაზე იმუშავეს, რომელიც პროექტის საჯარო განხილვების დროს, საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრებისას გამოითქვა.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღე კანონპროექტის იმ სამართლებრივი ნორმების განხილვას დაეთმო, როგორიცაა: მაღალი მიღწევების სპორტი; ფიზიკური აღზრდა და მასობრივი სპორტი; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაცია და სერტიფიცირება; სპორტის ძირითადი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლები; სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში ინფორმაციის სისტემატიზაცია და საჯაროობა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

ორდღიანი სამუშაო პროცესი და მისი შედეგები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაჯამა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის ხანგრძლივი პროცესი შევაჯამეთ, რაც საქართველოს რეგიონებში კანონპროექტის საჯარო განხილვებს უკავშირდება. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განვიხილეთ და დოკუმენტთან დაკავშირებით, სპორტის სფეროთი დაინტერესებული მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების, რეკომენდაციების და წინადადებების ასახვის შესაძლებლობები მიმოვიხილეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საჯარო განხილვების ეს პროცესი გამართლებულია, რადგან საქართველოს რეგიონებში უპრეცენდენტო შეხვედრები გაიმართა. ამით კიდევ გამოიკვეთა, რომ ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენ საზოგადოებას და მათი მოთხოვნები და ჩვენი ინიციატივები მიესადაგება იმ გამოწვევების დაძლევას, რაც სპორტის მიმართულებით არსებობს. ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი უალტერნატივოა და ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე დროში, ამ სფეროში მეტი ადამიანის ჩართულობა მოხდეს და მისი უზრუნველყოფა კანონის დონეზე განმტკიცდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 15:54