მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს, რა შემთხვევაში გამოაცხადებს უკრაინა დამატებით მობილიზაციას

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში დამატებითი მობილიზაციის საკითხი დამოკიდებული იქნება ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა ეფექტი ექნება მობილიზაციას რუსეთში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ოპონენტებზე ბევრად უკეთ გვესმის ომის მათემატიკა, ამიტომ თითქმის პირველივე დღიდან აქტიურად ვაყალიბებდით რეზერვებს, აქტიურად ვსაუბრობდით სასწავლო ცენტრებზე, მათ შორის პარტნიორებთან. მაგრამ ომი ეს, ცხადია, დაზუსტებების, ოპერატიულ-ტაქტიკური ცვლილებების, დამატებითი ლოგისტიკური მოქმედებების უცვლელი პროცესია…

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მექანიკურად საუბარი მობილიზაციაზე, მის დამატებით განხორციელებაზე. ბევრად უკეთესია, ომის პრინციპების გაგებით, დავეყრდნოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე ომში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი – მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე, ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით ინტერესები არ აქვთ