მეუფე პეტრე: მივდივარ საჭყონდიდლოში ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს”

მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა. თანამშრომლებმა ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ტაშით და სამახსოვრო ფოტოთი გააცილეს. “მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს”, – განაცხადა წასვლისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

ტელევიზიის თანამშრომლები მეუფე პეტრეს მიერ გაწეულ სამუშაობს დადებითად აფასებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი თანამდებობაზე დააბრუნოს. თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ამას მწვავე რეაქცია მოჰყვება.

 

საპატრიარქოს ტელევიზიაში დირექტორის თანამდებობა გუშინ მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიტროპოლიტი პეტრე სინოდმა ამ პოსტიდან გადააყენა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა გიორგი ანდრიაძემ შეცვალოს. გუშინვე, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. თანამშრომლების სახელით განცხადება დირექტორის მოადგილემ, დეკანოზ ზურაბ ცხოვრებაძემ გააკეთა. ისინი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში სამგზავრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
შემდეგი სტატიამამა შიოს თაღლითური სქემა