მეუფე იაკობი: ნიკა მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნიკა მელია “უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი”. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის მას მსოფლიო ლიდერად არ შეხედავს.

“მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა მელიაზე პარლამენტში და არც 88 პარლამენტარს არ უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე სხვადასხვა აზრი და პარტიაში როგორ არ ექნება ვინმეს სხვა აზრი. გარედან ცუდად ჩანს, რომ ვუყურებ. ერთი გამოდიოდა, ვერ დამიჭერთო, სხვები გამოდიოდნენ, ვერ დაიჭერთო. მოხდა ის, რომ მივიდნენ. ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა, შეატოვეს მელია.

დაიჭირეს მელია და წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან სამართლიანი საყვედურები. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, ბოლოს ოპოზიციაც გაახსენდებათ. პროკურატურა იძახის, გადაიხადოს და გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხო უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, რა ლიდერად შეხედავენ?! ხო არ შეხედავენ ლიდერად. ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, რაღაც ვერც განდი გახდა, უცხოელებისთვის ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი-“თქვა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ახალი არჩევნები დაინიშნება,რადგან ეს პარლამენტი არის უკანონო(ვიდეო)