მესამე სექტორმა საარჩევნო ოლქების დაყოფის შესახებ ნეგატიური შეფასება ვენეციის კომისიის წევრებს გააცნო

„საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მარტში გამოქვეყნდება. მანამდე კი საერთაშორისო ექსპერტები მხარეთა მოსაზრებებს ისმენდნენ.

დღეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ დასრულდა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც ევროსაბჭოს ოფისში გაიმართა.

არასამათავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ოლქების დაყოფის სქემა არსებულ სისტემას კიდევ უფრო ართულებს.

„ამ დაყოფამ წარმოშვა დამატებითი პრობლემები, როგორიც არის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი სხვადსხვა სოფლების რაიონების გაერთიანება და დანაწევრება, რაც რეალურად ართულებს პროცესს. ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მეორეს მხრივ კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია,“ – აცხადებს ლევან ნატროშვილი.

banner
წინა სტატიაში“ალეკო ელისაშვილს მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა” – ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“პოლიტპატიმრების სიის წევრთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკასთან კავშირში არ არის,”-ნუგზარ წიკლაური