მესაკუთრე, რომელმაც ელისო კილაძეს ბინა მიაქირავა, პროკურატურაში დაიბარეს

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას: რატომ ჰყავდათ სამი დღის წინ მთავარ პროკურატურაში დაბარებული იმ სახლის პატრონი,სადაც მე ვცხოვრობ ქირით და რატომ უსვამდნენ კითხვებს სახლის ინტერნეტთან დაკავშირებით?! რა ახალი სპეცოპერაცია აქვს დაწყებული მთავარ პროკურატურას და სუს-ს?!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს. მისივე თქმით, არ იკმარეს მისი შვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადება და ახლა დამატებით რაღაცას ხლართავენ.
„რაკი იმ ბინაში მე ვცხოვრობ,მაქვს უფლება, ვიცოდე, რა ხდება. ასევე დახმარებისთვის მივმართავ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ასევე მზად ვარ სახლის ლეპტოპი ნებაყოფლობით გადავცე ნებისმიერი სახის ექსპერტიზას.(რამე ბოდვა რომ არ მოგივიდეთ თავში) სამშაბათს საგანგებო ბრიფინგს ჩაატარებ .მივმართავ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს !!!! ველოდები მთავარი პროკურატურის კომენტარს. იმედია, კოლეგებიც დამეხმარებიან!“ – წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიასე გამოიყურება იაკობ შანავას სტენდი წალენჯიხაში
შემდეგი სტატიასტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულში ლადო ჭანტურია ლიდერობს