მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს და შრომის ანაზღაურების მუხლს ზრდის

დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს, ხოლო იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი. ოპოზიცია ამბობს, რომ საბიუჯეტი ცვლილებები მერიას იმის გამო დასჭირდა, რომ გასულ წელს 34 მილიონი ლარის ათვისება ვერ შეძლეს. მათივე თქმით, ბიუჯეტი არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს და მხოლოდ ჩინოვნიკების ინტერესებზეა მორგებული. ოპოზიციას არ ეთანხმება საკრებულოს უმრავლესობა, სადაც აცხადებენ, რომ ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის ინტერსებზეა მორგებული. მათივე განცხადებით, იმ 34 მილიონს, რაც მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ვერ დახარჯა, მიმდინარე წელს აითვისებენ. თანხის ძირითადი ნაწილი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ნაძალდევის რაიონში – ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა
შემდეგი სტატიაუკრაინიდან გამოძევებული კანონიერი ქურდი საქართველოში შემოუშვეს