მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველთა საბაზისო
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, გადამზადების სამკვირიან
კურსს უტარებენ. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე
მიმდინარეობს.

კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები სახანძრო და საავარიო-სამაშველო
აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ
უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და
სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი
სერტიფიკატები გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაში,,მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”
შემდეგი სტატიარეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა