მეგრელიშვილი ვიზიტზე – უკრაინაში მინდა გავარკვიო, თუ დარჩათ პრეტენზია ქართულ მხარესთან

“მინდა, რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ, ეს ერთი და როგორ ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეხვედრიდან მინდა გავარკვიო, უკრაინულ მხარეს თუ დარჩა რაიმე პრეტენზია ქართულ მხარესთან და პრაგმატულად როგორ ვმუშაობთ ერთად, ამოიწურა თუ არა ჩვენ შორის გაუგებრობა.” – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს გირჩის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი უკრაინაში ვიზიტზე. თავად მეგრელიშვილი იმ საპარლამენტო დელეგაციის წევრია, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში კვირის ბოლომდე გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშისირიის მტკიცებით, ისრაელმა დამასკოსთან ამ კვირაში მეორე საჰაერო იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი – ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის