მეგრელიშვილი – ყველა ჩავფლავდით, დახურული სივრციდან უნდა გავიდეთ

დახურული სივრციდან უნდა გავიდეთ და ვიპოვოთ ისეთი ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება და რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ახალი ფორმატია მოსაძებნი, სადაც მედიის წარმომადგენლებს ექნებათ მასალა, რეალური შინაარსი, რაზე მიდის მსჯელობა პოლიტიკოსებს შორის. მათ მოუწევთ საკუთარი პოზიციების საჯაროდ ახსნა.

„დახურული სივრციდან უნდა გავიდეთ და ვიპოვოთ ისეთი ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება და რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია. უპირველესად, რაც თავში აზრად მოსდით, ევროკავშირელებს არ გამოუვიდათ და იქნებ ამერიკელებს გამოუვიდეთ ან ვიღაცა დაგვეხმაროს. გარკვეულმომენტში უნდა დავფიქრდეთ, შეგვიძლია თუ არა რაიმე ჩვენ, საზოგადოებას, რომ რაღაც არაორდინარული გავაკეთოთ, იმისგან განსხვავებული, რაც ჩვენს მედიაში ხდება ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, რადგან არ მგონია, მედია ამ პროდუქტით იყოს კმაყოფილი, რასაც ის პოლიტიკურ ბაზარზე უშვებს. საბოლოოდ ჯამში, კომერციული და პროფესიული ინტერესები დადგება ამ პროცესის გასაჯაროებისა და მასში უფრო რეალურად ჩართვის მხარეს. არ მინდა სკანდალი, აზრი არ აქვს. მე მინდა, რომ ეს საუბარი მართლა იმდენად შინაარსობრივად დაიწყოს, რომ ამას ჰქონდეს პერსპექტივა. ახლა მე რომ რაიმე სასკანდალო გითხრათ, რომელზეც შემდეგ ვიღაც რაღაცას იტყვის, შესაძლოა მერე ეს პროცესი კიდევ უფრო გავაფუჭოთ. ჩვენ რწმენის დონეზე გვჯეროდა, რომ ევროკავშირს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასე არ გაუშვებდა, რომელიღაც ხომ უნდა გამოვიდეს და მართლა ახსნას. მე ველოდები, საინტერესოა, გააკეთებს თუ არა რაიმე საჯარო შეფასებას ამ მოლაპარაკებების შესახებ თავად ევროკავშირი და ის წარმომადგენლები, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე არის ვითარება, როდესაც მხარეებს სურთ მოგება.

„კომპრომისი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როდესაც მიზნად დაისახე, რომ მოდი, ამ ადამიანის პოზიცია გავიგო და ისეთი რამ მოვიფიქრო, რომ ორივეს ხელს გვაძლევდეს. თუ ამ წინასწარი განწყობით არ მიუჯდები მაგიდას და თავად ფორმატიც არ არის ისეთი, რომელიც გიბიძგებს აქეთ, ძნელია ივარაუდო, რომ ასეთი დამოკიდებულება შედეგს მოიტანს. ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მოსულები შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა შეთანხმება. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, უნდა გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან. ნებისმიერ პუნქტზე, თუ მას შინაარსობრივად შევხედავთ, შესაძლებელია, მოიძებნოს კომპრომისული ვერსია – ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ჩვენნაირი პარტიები არ ვართ ჯერ კლიმატის შემქმნელები, ჩვენი ელექტორალური მხარდაჭერიდან გამომდინარე. ამ მოლაპარაკების დროს ხომ გვესმით, ვინ არიან მთავარი მხარეები. ეტყობათ პოლიტიკოსებს, რომლებსაც უფრო მეტი სურვილი აქვთ მოლაპარაკების და ვიღაცას ნაკლები სურვილი აქვს. ბუნებრივია, ეს განსხვავება ამ პოლიტიკურ სპექტრში იყო, მაგრამ ამის მოყოლას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ყველანი ჩავფლავდით, გამონაკლისის გარეშე. იმისთვის, რომ დავრესტარტდეთ, ნაკლებად უნდა დავაბრალოთ ერთმანეთს. გავიგეთ, რომ ყველანი ჩავფლავდით, თუ რაიმე გვინდა, მოვიფიქოთ ისეთი ფორმატი, სადაც სულ მცირე ისეთი ხალხი შეიკრიბება, რომლებსაც წინასწარ აქვთ განსაზღვრული მოლაპარაკების წარმატება. ვისაც არ უნდა, გასაგებია, რომ იქ არაფერი ესაქმება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ თბილისი-მიუნხენის რეგულარულ რეისს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს
შემდეგი სტატიათალაკვაძე – გული მწყდება, რომ თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ