მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სალომე ზურაბიშვილი გახსნის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული. პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, თარიღი პრეზიდენტმა უკვე დაასახელა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, 60- ოპოზიციას.

ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელისუფლების წინაშე საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 729 თბილისში, 673 იმერეთში, 339 კი აჭარაში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან