მე არ ვიცნობ პიროვნება მეუფე პეტრეს, მე ვიცნობ მოქალაქე პაატა ცაავას

„მე არ ვიცნობ პიროვნება მეუფე პეტრეს, მე ვიცნობ მოქალაქე პაატა ცაავას”- ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„ვიღაც თვითმარქვია, თუ ვიღაც თეოლოგების სულელურ განცხადებეზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის სისულელე. მე იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებმაც ელემენტარულად მართვა-გამგეობის დებულება და კანონიკური სამართალი არ იციან, ან იციან და შეგნებულად ამახინჯებენ“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 

სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის „პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში მხილების” გამო განაყენეს სინოდიდან, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე “აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი-ჯერ სად ხართ ?!
შემდეგი სტატიაარასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას