მდინარაძე სააკაშვილზე: ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია

მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ „სამთავრობო ექიმები ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“.

„სიმართლე გითხრათ, დიდად აღარ მინდა ხოლმე, ამ სუპეროდიოზური, თუ არ ვიცი რა დავარქვა, მე ჩემს თავსაც რომ არ ვაკადრო, ისეთი სიტყვები არ ვთქვა. ადამიანი, რომელიც ხან პოლიციელებს ლანძღავს და ემუქრება, ხან ექიმებს ლანძღავს და ემუქრება, არაადეკვატურია მოვლენების მიმართ, არაადეკვატურია თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე და ყოველდღიურად, ყველა წინადადებაში ხან ტყუილს და ხან ისეთ ბოროტებას ამბობს, რომელიც წარმოუდგენელია შეფასებისთვის. ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია. თუ რომელიმე პარტია მოახერხებს, რომელიც მის ქუდქვეშ მოიაზრება და გაემიჯნება, შედარებით ადეკვატურები გამოჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმა, რომლებიც სოფლებში ვაქცინაციას ახორციელებენ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება, რათა შემდგომი სამი წელი ქვეყანაში იყოს მშვიდობა