მაურიციო ჩამპი და იოაჰიმ ფრეი ოპერა „ტოსკა“-ს ქართულ საოპერო სცენაზე დააბრუნებენ

tosca-titleბათუმის ოპერაში „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადებიან. საოპერო დასის სოლისტები ინტენსიურად მუშაობენ დირიჟორ მაურიციო ჩამპისთან, რომელიც რომის სანტა ჩეჩილიას სახელობის კონსერვატორიის საოპერო მიმართულების პროფესორია (იტალია, სიცილია). დამდგმელი რეჟისორია ჰანს-იოაჰიმ ფრეი (გერმანია). იოაჰიმ ფრეის, 2008-2010წწ-ში დადგმული აქვს „აიდა“, „მფრინავი ჰოლანდიელი“ და „ტურანდოტი“,რომელიც გაიმართა „ბრემენის“ ტბაზე, სპექტაკლს 35 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.
იგი, ბევრს მუშაობს რუსეთში, დგამს სპექტაკლებს, „მიხაილოვსკის“ „მარიინის“ თეატრებში სანკტ-პეტერბურგში,ასევე მოსკოვში „ბორის პოკროვსკის“ ოპერის კამერულ თეატრში. 2014 წლიდან არის მოსკოვის „დიდი თეატრის“ მუდმივი კონსულტანტი. 2012წელს, იოაჰიმმა დადგა რ. ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“ ულან-უდესა და ირკუტსკის თეატრებში. 2014წელს, ულან-უდეში დადგა ვ.ა. მოცარტის ოპერა „ასე იქცევა ყველა ქალი“ .2015 წ მონაწილეობას იღებდა ვლადივასტოკში „პრიმორსკის“თეატრის გახსნაში,სადაც დადგა ჯ.პუჩინის ოპერა „ტოსკა“. 2015წ ჰანს-იოაჰიმ ფრეიმ პეკინის ნაციონალურ თეატრში დადგმული აქვს რ.შტრაუსის ოპერა“სალომეა“.

ბათუმის საოპერო დასთან, რეჟისორი ფრეი, პირველად მუშაობს, პრემიერები 15-18 მაისს გაიმართება და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებთან -ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად ოპერა “ტოსკა“-ში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.

სპექტაკლს, სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ქართველი საოპერო დივა, „ტოსკას” ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ცისანა ტატიშვილი.

ბათუმის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ჯახუტაშვილის მიწვევით, პრემიერაზე, ბათუმში ელოდებიან საოპერო სცენის კორიფეებს-მედეა ამირანაშვილს, მაყვალა ქასრაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, თამარ გურგენიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, თენგიზ მუშკუდიანს, ელდარ გეწაძეს, თამარ ივერის, მზია ნიორაძეს, ელისო ბოლქვაძეს, ასევე გამოჩენილ რეჟისორებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს.

„ტოსკა“, ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული ოპერაა მსოფლიოს მუსიკალურ თეატრებში.

აღსანიშნავია, რომ „ტოსკა“ პირველად თბილისის მუსიკალურმა ელიტამ 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა და ეს იყო საბენეფისო სპექტაკლი:-რენე რადინასთვის, გლადკოვისთვის დაფიგნერისთვის. იქიდან მოყოლებული, „ტოსკას“ რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული დადგმა ახსოვს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიას. სპექტაკლებში მღეროდნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეჟისორული ნამუშევარი იყო გურამ მელივას მიერ განხორციელებული „ტოსკა“, რომელიც რამდენიმე ათეული წელი იყო თეატრის რეპერტუარში.
მისი არსებობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ბათუმის საოპერო დასი, „ტოსკა“-ს პირველად შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი თურქეთისთვის მიწის გადაცემას სამშობლოს ღალატს უწოდებს