მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2016 19:48 განახლებულია

მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს

მნიშვნელოვანი

  • მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად კომუნალური ვაუჩერისათვის 9,2 მლნ ლარი იხარჯებოდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს თანხა დაახლოებით 5 მლნ ლარი იქნება. ჩივიაშვილმა ასევე განმარტა, რომ გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება. კერძოდ, აუტიზმით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის, ძვლის ტვინის ტრანსპლატანციისთვის და სხვა პროგრამებისთვის.

სხვა სტატიები

მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. ამ მიზნით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანას. საკითხი სხდომაზე განსახილველად საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გამოიტანა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებას საკრებულოს 33 დეპუტატმა დაიჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომუნალურ ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში შესულ ცვლილებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ის ქვემოთ არის. ეს არის 100 000 ოჯახი. კერძოდ, 70 000 ქულის ზემოთ თვეში გათვალისწინებულია 20 ლარი, ხოლო 70 000 ქულის ქვემოთ მყოფი ოჯახები ხუთი თვის განმავლობაში 530 ლარს მიიღებენ კომუნალური ვაუჩერისთვის, მათ შორის გათვალისწინებულია ის კომპენსაცია, რაც დენის ტარიფის ცვლილებით იყო გათვალისწინებული.

“200 000 ქულა იმდენად მაღალი ქულაა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ჩათვლის, რომ უნდა ისარგებლოს ამ სუბსიდიით, შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოს განაცხადით მიმართოს და სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდეს. ქულის მინიჭების შემთხვევაში ეს ოჯახები ავტომატურად მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას”, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად კომუნალური ვაუჩერისათვის 9,2 მლნ ლარი იხარჯებოდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს თანხა დაახლოებით 5 მლნ ლარი იქნება. ჩივიაშვილმა ასევე განმარტა, რომ გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება. კერძოდ, აუტიზმით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის, ძვლის ტვინის ტრანსპლატანციისთვის და სხვა პროგრამებისთვის.

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2016 19:48 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics