მაქვს კონკრეტული ინფორმაცია მტკიცებულებებით ვის შეიძლება დაეწვა ხარჩილავას მანქანა – წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული ინფორმაცია მტკიცებულებებით, თუ ვის შეიძლება დაეწვა გია ხარჩილავას მანქანა გასულ კვირას, წალენჯიხაში. ის ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარონ.

“მინდა აქედან მივმართო შს მინისტრს, რომელზეც განსაკუთრებული წარმოდგენა მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ, როგორც შს მინისტრი, ის ვალდებულია დამიბაროს დაკითხვაზე, რადგან მე ვაცხადებ, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული მტკიცებულებებით, ვინ შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც სცადეს ხარჩილავას დაშინება და დაწვეს მისი ავტომობილი მის საკუთარ სახლთან”, – თქვა ანი წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადას წარედგინა რეზოლუციის პროექტი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ
შემდეგი სტატიარეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი, თითქოს შეგვეძლო, ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი – კობახიძე