მანანა ბერიკაშვილს ხომ არ დაავიწყდა რომ ჩავასკდი გურჯაანში კინაღამ რომ მოკლეს

,,მანანა ბერიკაშვილს ხომ არ დაავიწყდა რომ ჩავასკდი გურჯაანში კინაღამ რომ მოკლეს”- რეჟისორი ქეთი დოლიძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და წუხს რომ მანანა ბერიკაშვილმა და ნინელი ჭანკვეტაძემ ,,თავიანთი ნამდილი სახე აჩვენეს”.
ძალიან მიკვირს ნინელი ჭანკვეტაძე იმ ათ ხელმოწერაში რომ აღმოჩნდა რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო. თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ ამ განსაცდელისთვის რადგან დამანახა ყველას სახე.
მიკვირს მანანა ბერიკაშვილს რომელიც დუმს და ხმას არ იღებს. თუ ამდენი პრობლემა გროვდებოდა სამინისტროში ჩემ წინააღმდეგ რატომ ერთხელ არ ამოიღო ხმა?! დაავიწყდა გურჯაანში რომ ჩავასკდი კინაღამ რომ მოკლეს? ნინელი ჭანკვეტაძეს ეძინა და გავაღვიძე რადგან კურსელები იყვნენ და მე მივდიოდი ეგეც გამომყვა. მოხსნეს მინისტრის მოადგილეობიდან ხომ არ დაავიწყდა ვინ დააბრუნებინა მისი თავი?! ასეთი არაჩვეულებრივი მამის და დედის შვილი ასეთ რაღაცეებს რომ ჩადის მიკვირს. მანანა თუ ჩემი თანამდებობა არ არის მუდმივი- შენი არის?! ხალხო რომელ მორალზე და სინდისზეა ლაპარაკი? ეს შეგნებული პროვოკაციაა”- განაცხადა ,,იბერიას” ეთერში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშინაფეტვრებში ხანძარი უკვე ლოკალიზირებულია
შემდეგი სტატია,,თქვენ მე მომკალით ბატონებო”- იცოდა თუ არა ქეთი დოლიძის გათავისუფლების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა?!