მამუკა კუდავა:ელჩის ან დიპლომატის მკვლელობა, დაპატიმრება ან დაშინება ცალსახად მიუღებელი და საშიშია

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა, თურქეთში რუსეთის ელჩზე განხორციელებული ტერაქტის გამო სოციალურ ქსელებში მომხმარებლების კომენტარებს ეხმაურება: “რამდენიმე კომენტარი წავიკითხე სიხარულის თუ აღტაცების გამოხატვით რუსი ელჩის მკვლელობაზე. მათ საყურადღებოდ:
ელჩის ან დიპლომატის მკვლელობა, დაპატიმრება ან დაშინება ცალსახად მიუღებელი და საშიშია, პირველ რიგში ქართველი დიპლომატებისთვის.
მწარე ისტორიული გამოცდილების გამო 1961 წელს შემუშავდა ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატთა მოვალეობებს.
იმისთვის, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატები არ გახდნენ ზეწოლის ან შანტაჟის ობიექტი, მათ ენიჭებათ აბსოლუტური იმუნიტეტი, მათ შორის თუნდაც კრიმინალურ საქმეებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომატის პროფესია არ იარსებებდა – თავდაცულად ვერავინ იგრძნობს უცხოეთში და არავინ წავიდოდა სახელმწიფოს სამსახურში საზღვარგარეთ, განსაკუთრებით მგრძნობიარე რეგიონებში.
დიპლომატიური იმუნიტეტი ხელშეუხებელია და დიპლომატთა ხელყოფა არ შეიძლება. მოგვწონს თუ არა ამას თუ იმ ქვეყნის ესა თუ ის დიპლომატი, დიპლომატები ქვეყნის გარეთ გაგზავნილი ჯარისკაცები არიან იარაღის გარეშე” წერს მამუკა კუდავა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
შემდეგი სტატიათურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელის და და დედა დააკავეს