მამუკა ხაზარაძე – ვერ ვხედავ რესურსს, რომ ვინმე პარლამენტში შეიტყუონ

ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, რომ ვინმემ ვინმე შეიტყუოს, ეს არის პრინციპული ბრძოლა, არა მანდატებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოსთვის დგას უმნიშვნელოვანესი მომენტი, თუ როგორ განვითარდება – „იქნება პროდასავლური, ევროპული, სამართლიანი, თუ ჩრდილოელი მეზობლის მსგავსი, დახურული, უსამართლო ქვეყანა“.

„ამ ორ შორის ხდება დღეს არჩევანი. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას ეყო პოლიტიკური შეგნება, რომ ამ გეგმის გარშემო გაერთიანებულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს თითოეული ჩვენი ამომრჩევლისთვის და მოქალაქისთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – შეზღუდვებისა და წესების დიდი ნაწილი, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა, მონაცემები საპირისპიროს ადასტურებს