მამუკა ბახტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონში ჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონს ეწვევა.

მთავრობის მეთაური კასპში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, 14:00 საათზე თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება. გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, საქართველოში პირველი წყალსაცავი, რომლის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს მოემსახურება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 15:00 საათზე, მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპის პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობის პროცესს გაეცნობა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასოციალური მუშაკების პროტესტი დღესაც გრძელდება