მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა

“გურიის მოამბეს” ინფორმაციით, შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, სასულიერო პირს, მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა.

მიზეზი სავარაუდოდ, მის მიერ, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებული განცხადებები [ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, რა შუაშია პუტინი?] გახდა.

როგორც ეპარქიის პრესსპიკერმა, მამა ბასილ გოგოტიშვილმა გამოცემას აცნობა, მამა ვახტანგ თოხაძეზე ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, შემოქმედის ეპარქიის კრებაზე მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები