მაკა სოლოღაშვილი : ჩვენს კლინიკაში „პლაქვენილით“ მკურნალობისას რაიმე გართულება არ გვქონია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქველინი) ამოღებულია კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლიდან, თუმცა ბოჭორიშვილის კლინიკის შემთხვევაში, მედიკამენტის გამოყენების შედეგად, არც ერთ პაციენტთან გართულება არ გამოვლენილა.

„ამოღებულია პროტოკოლიდან, თუმცა როგორც თქვენ დაინტერესდით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერიოდის პერსპექტივაში. არც გულსისხლძარღვთა სისტემის კუთხით დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შერჩევითაც შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება „პლაქველინით“ პაციენტებში, თუმცა სტატისტიკისთვის ცოტაა, ასეთი დასკვნა რომ გავაკეთოთ, ამიტომ საბოლოო რაოდენობას შეისწავლის ჩვენი სამეცნიერო კლინიკური გუნდი და დადებს პასუხს“, – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან იხსნება
შემდეგი სტატიაპირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები