მაია ცქიტიშვილი : ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზებისა და პროცესში სამხედროების ჩართვის საკითხი არ განიხილება

admin
ავტ.: admin ნოემბერი 27, 2020 13:39

მაია ცქიტიშვილი : ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზებისა და პროცესში სამხედროების ჩართვის საკითხი არ განიხილება

ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს კითხვა აღარ არის აქტუალური იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ დღე უკლებლივ ყველა წარმომადგენელი მთავრობიდან, მათ შორის მეც – კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც არის ამ ეტაპზე შემოღებული, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენ დავასტაბილუროთ ეპიდვითარება, შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ კლინიკებთან ერთად, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკასთან ერთად, რომელიც ჩართულია დღეს კოვიდის მართვაში, ვმუშაობთ ასევე, რათა გააფართოვონ ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული კოვიდ-სასტუმროების მოდელი. ამ კოვიდ-სასტუმროების მოდელის ნაწილშიც დამატებითი სამედიცინო კომპონენტი ასევე უფრო აქტიურად შედის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი არის ქვეყნისთვის ყველაზე შეზღუდული რესურსი.

„ ამ ეტაპზე ეპიდემიის გავრცელების ამ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე არის შემოღებული ზომები, რომელიც მიმართულია ვითარების დასტაბილურებისკენ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ნებისმიერი ასეთი ტიპის გაფართოებულ სამედიცინო სივრცეებში იქნება ეს საველე ჰოსპიტალი, იქნება ეს სამხედრო ჰოსპიტალი, სხვადასხვა სივრცეში მოწყობილი სამედიცინო მომსახურების სფერო, ყველგან იქ არის საჭირო ექიმების მომსახურება და სწორედ სამედიცინო პერსონალი არის ის ყველაზე შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს თუ არ ახლავს ექიმი, ეს საწოლი არ ემსახურება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 27, 2020 13:39

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics