ირაკლი კობახიძე – ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მაღაროელების მოთხოვნები შესრულდეს

region
: region მაისი 17, 2019 15:06

ირაკლი კობახიძე – ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მაღაროელების მოთხოვნები შესრულდეს

მაღაროელებს სურთ უკეთესი სოციალური პირობები და ისინი ამას იმსახურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჭიათურაში, პარტიის მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მაღაროელების მოთხოვნა შესრულდეს.

„აღინიშნა ჩემი კოლეგების მიერ, რომ გვერდით ქუჩაზე იმართება აქცია. მაღაროელებს აქვთ მოთხოვნები. მათ სურთ უკეთესი შრომის პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და, რა თქმა უნდა, ამას იმსახურებენ. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის გვექნება საუბარი კომპანიასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს მიეცეთ ღირსეული სოციალური და შრომის პირობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ჭიათურა განვითარებასა და წინსვლას იმსახურებს, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

„ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს წინსვლას, განვითარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს შეძლებს ჩვენი კანდიდატი გივი მოდებაძე“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებთან შეხვედრაზე.

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

region
: region მაისი 17, 2019 15:06

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics