„მაესტრო“ სტუდია „მონიტორთან“ თანამშრომლობას წყვეტს

ტელეკომპანია „მაესტრო“ სტუდია „მონიტორთან“ თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია „მონიტორი“ ფეისბუკზე ავრცელებს. მათი თქმით სტუდიის მიერ მომზადებული გადაცემები ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გადაიცემა.
„სტუდია “მონიტორთან” 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ტელეკომპანია “მაესტრო” თანამშრომლობას წყვეტს. “მაესტროს” ხელმძღვანელობის განმარტებით, ტელევიზია გეგმავს თავისი საგამოძიებო გადაცემის გაკეთებას.

სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებები 23 იანვრიდან ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გავა. სტუდია “მონიტორი” გადაცემებს იწყებს გახმაურებული თემის ექსკლუზიური დეტალებით. “მოსამართლე მურუსიძე – რეჟიმის მსხვერპლი თუ სისტემის მსახური” – ნახეთ, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში შაბათს, 19:30 საათზე.“- აღნიშნულია სტუდიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ბუნებრივი აირის კომერციულ ბაზარი დერეგულირებულია, სახელმწიფო არ ერევა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს