ლონდონის თავდასხმასთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული

news
ავტ.: news მარტი 23, 2017 14:51

ლონდონის თავდასხმასთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული

გუშინ, ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმის გამო შვიდი ადამიანია დაპატიმრებული – ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს. უკანასკნელი ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ დაიღუპა ხუთი ადამიანი (თავდამსხმელის ჩათვლით), საავადმყოფოში 29 დაშავებული გადის მკურნალობას, მათგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სამართალდამცველების თქმით, ღამის განმავლობაში ექვს მისამართზე ჩატარდა რეიდები, გამოძიება მიმდინარეობს ბირმინგემში, ლონდონსა და სხვაგან.
“ძველებურად ვთვლით, და ეს გამოძიებით ასე დგინდება, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მაგრამ ის საერთაშორისო ტერორიზმის გავლენის ქვეშ იყო” – პოლიცია ავრცელებს. მათი თქმით, ლონდონში ტერორისტული საფრთხის მომატების საშიშროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლონდონის ცენტრში მამაკაცმა ფეხით მოსიარულეებს ჯერ მანქანით გადაუარა, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში სცადა შეღწევა.

news
ავტ.: news მარტი 23, 2017 14:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics