LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, ორი კი, საკითხის წინააღმდეგ წავიდა. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას, LIBE-ს კომიტეტის ინფორმაციით, იგი თებერვალში გაიმართება.

ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper), საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება 20 დეკემბერს დაადასტურა.

„მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად“, – განმარტებულია განცხადებაში.

13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიმელია: ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და „გირჩებიც“, რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?!“
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება: მოხარული ვართ, რომ ევროკავშირში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს