ლევან ვარშალომიძემ აუდიტის სახელმწიფო სამსახური დატოვა

ლევან ვარშალომიძემ დატოვა აუდიტის სახელმწიფო სამსახური. სახელმწიფო უწყებაში ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომერი მის წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ვარშალომიძის დაპირებებში ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა დაინახა. აუდიტის სამსახურიდან გამოსულმა აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა.

“ჩვენ მოუტანეთ ჩვენი პროგრამის ნაწილი, მოუტანეთ ყველა დამადასტურებელი საბუთი თუ როგორ ვაპირებდით და როგორ ვაპირებთ ამ პროექტის განხორცილებას. მთავარი კითხვა, რაც იყო, საიდან ფინანსდება. მე კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, დაფინანსება მოხდება 2017 წლის პირველი იანვრიდან“ – განაცხადა ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი 2 საათზე ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე: ხელშეკრულებაში წერია, რომ სოციალური სახლების აშენება 9 ოქტომბერს, გამარჯვების შემდეგ დაიწყება