ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს – ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს

ხმაურია ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხი განიხილება. საკითხს პრინციულად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. საწინააღმდეგო მოსაზხრება აღმოაჩნდა უმრავლესობის წევრს, აკაკი ზოიძეს.
„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს.“ – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს.

ზოიძემ გოგიჩაიშვილს მიმართა , რომ “სისულელის გამო ნუ ეჭიდავებოდა”

ზოიძის თქმით, პატარა სლოტ კლუბები, ყველა კორპუსის ქვეშაა თითქმის გახსნილი და მასში პატარა ბავშვები შესვლის შესაძლებლობა უფრო მეტია და სწორედ ესაა ამ ცვლილების მოტივაციაც.

სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ემოციურ პოლემიკაში არ ჩავერთვებით, ვიდრე არ გაგრძელდება კონსულტაციები და ვიდრე ამ კონსულტაციების საფუძველზე, არ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას