ლევან ბეჟაშვილი „ქართულ ოცნებას“ მათი აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყარო – სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი „ქართულ ოცნებას“, მის აქტივისტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების ხელშეშლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

„2016 წლის 13 ოქტომბერს, უცნობმა პირმა მაცხოვრებელ ირინა ბუტიკაშვილს ანონიმურად დაურეკა, რომლის საცხოვრებელი ბინის აივანზეც ჩემი ბანერია გაკრული. განხორციელებულ ზარში საუბარი იყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე; საცხოვრებელი ბინის დაზიანების მუქარასა და ა.შ. ამასთან, ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩემი 200-მდე პლაკატი განადგურდა. მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მოახდინონ სწრაფი რეაგირება ამ ფაქტზე. დაშინებითა და მუქარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ს არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკამპანია “ეს შენ გეხება” სახელმწიფოს მოუწოდებს, უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება