“ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს, რომ პარტია “ლელო” შეუერთდება 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციასაც და 20 ივნისს სირცხვილიას აქციაზეც.

“დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა.

ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ლელო იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე

საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას 20 ივნისს ჩანიშნული ბრიფინგის გაუქმებისკენ მოუწოდა და თავად კი აქცია 16 ივნისს დანიშნა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს, ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის
შემდეგი სტატია“პირველად კაცობრიობის ისტორიაში, პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს კონტრაქცია დაუანონსა”-ვახო სანაია