ლაშა გვასალია: არც ფერიას მთაზე აღვარცოფებული მიშარასტების დროს გაგვიგია მეუფის აღტკინებითი “შეგონებანი”

“ამ წინასაახალწლოდ არ მინდოდა პოლემიკური ხასიათის პოსტების დადება, მაგრამ მეუფე იაკობისა გამკვირვებია, როცა ასე ხმალამოღებული შემოიჭრა პოლიტიკურ ველზე და ბატონ გიორგი გახარიას მოუქნია თავისი ბლაგვი და ჟანგმორეული სატევარი!..
ღვთივნათელიანობით უნდა გამოირჩეოდეს, პირველყოვლისა, საეკლესიო პირი, მითუფრო სინოდის წევრი და შერჩევითობის პრინციპი გამორიცხოს ადამიანებთან მიდგომისას. რაღაც ვერ ვიხსენებ მისი მაღალუსამღვდელოესობის აბორგებას, როცა გლდანის ეკლესიას “ურალით” ანგრევდნენ ნაც-ბანდიტები და სანთელთან მოჩურჩულე მღვდელსა და მრევლს ხელკეტებითა და “კასტეტებით” სცემდნენ. არც ფერიას მთაზე აღვარცოფებული მიშარასტების დროს გაგვიგია მეუფის
აღტკინებითი “შეგონებანი” და არც მაშინ, როცა ხალხს წამებასთან ერთად საგანგებოდ მოწყობილ ჯურმულებში აუპატიურებდნენ!!! მაშინ ერთი არგუმენტი ჰქონდათ დალოცვილებს- ეკლესია პოლიტიკაში არ ერევაო!
ახლა რა მოხდა, რატომ აუცუხცუხდათ მინავლებული ვნება
ანაფორიანებსა და მათთან გათანაბრებულებს?!
ეჰ, ყველაფერი გვახსოვს და ყველაფერს ვხედავთ, მეუფენო!..
ღმერტმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!..-წერს ლაშა გვასალია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

banner
წინა სტატიაშიახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
შემდეგი სტატიაპირველი რესპუბლიკის მოედანზე 23:00 საათიდან საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება